ახალი ამბები
ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ავტომობილები გადაეცა
FaceBook
ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს საგანგებო სიტუაციების  ცენტრმა 5 ახალი ავტომობილი გადასცა.
პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაზრდაზე ისაუბრა. 

"ავტომობილები არის ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი და მათში შექმნილია ყველა ის პირობა, რომელიც ესაჭიროება პაციენტს სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისთვის. ასევე შექმნილია ყველა საჭირო კომფორტი ექიმებისთვის. გარდა ქუთაისია, ვგეგმავთ მთელი საქართველოს მასშ ტაბით ავტოპარკის ინტენსიურად ჩანაცვლებას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ცენტრის შენობის რეაბილიტაციაც დაანონსა.



Print