ახალი ამბები																												
					
				
										
											ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ავტომობილები გადაეცა									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									10:23 / 31.07.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო
დახმარების სამსახურს საგანგებო სიტუაციების  ცენტრმა 5 ახალი
ავტომობილი გადასცა.
პროცესს ჯანდაცვის მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად
ესწრებოდა.
შეხვედრაზე მინისტრმა ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის
გაზრდაზე ისაუბრა. 
"ავტომობილები არის ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი და მათში
შექმნილია ყველა ის პირობა, რომელიც ესაჭიროება პაციენტს სასწრაფო
გადაუდებელი დახმარებისთვის. ასევე შექმნილია ყველა საჭირო კომფორტი
ექიმებისთვის. გარდა ქუთაისია, ვგეგმავთ მთელი საქართველოს მასშ ტაბით
ავტოპარკის ინტენსიურად ჩანაცვლებას", - განაცხადა ეკატერინე
ტიკარაძემ.
მინისტრმა ცენტრის შენობის რეაბილიტაციაც დაანონსა.
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები