ახალი ამბები
სიყვარული არ მოაკლდეს სიფრიფანა გოგონების კვინტეტს “ქუთაისიპოსტს"! - მანუჩარ კაჭახიძე
FaceBook
"სიყვარულის პირმშო ერთი წლის გახდა, დღეს ჩემს ქალაქში ყველა იცნობს"


"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:


მანუჩარ კაჭახიძე, ჟურნალ "მამულის" რედაქტორი ამერიკიდან:

იყო და არა იყო რა…
ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!
დაქალები, ხუთნი იყვნენ… ხუთი კოკროჭინა მეგობარი… და "საშინლად" უყვარდათ ერთად ყოფნა, შეიძლება ითქვას უერთმანეთოდაც ვერ ძლებდნენ.
სისხამი დილა მათ არ იცოდნენ და უკუნი ღამე,
კოკისპირული წვიმა თუ ცაჩამოვიდა თოვლი…
სულ ერთად იყვნენ...
დედამიწის სხვა დაქალებისგან განსხვავებით, ესენი იმით განსხვავდებოდნენ, რომ საშინლად არ უყვარდათ ჭორიკნობა! აი, ისეთი, ჩუმად რომ ჩურჩულებენ ჭორ-მართალს!
"თუ სათქმელი გვაქვს, მხოლოდ სიმართლეს ვიტყვით და იმასაც - ჩურჩულის ნაცვლად, ხმაღლა, ქვეყნის გასაგონადო!" - და გადაწყვიტეს, ერთად ყოფნა საყვარელ საქმედ ექციათ: სიყვარული თუ დევს საქმეში, კი გეცოდინებათ, როგორიცაა - იმხელა, რომ ოკეანებს გადალახავს და კონტინენტებსაც.
დღეს მათი სახალხო სიყვარულის პირმშო ერთი წლის გახდა, პირველი კიჭიც ამოუვიდა და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, დღეს ჩემს ქალაქში ყველა იცნობს.
- ჭირი იქა, ლხინი აქა კი არა, - წარმატებები, გრანტები, სიყვარული და პოპულარობა არ მოაკლდეს სიფრიფანა გოგონების კვინტეტს "ქუთაისიპოსტს!"


Print