ახალი ამბები																												
					
				
										
											"ზარალი საკმაოდ მასშტაბურია" - სტიქიის მეორე დღე რაჭაში									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									12:07 / 30.07.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
მხარის რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე რაჭაში სტიქიის შედეგად მიყენებული
ზარალის ოდენობაზე, ჯერჯერობით, ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს,
რომ ზარალი საკმაოდ მასშტაბურია.
მისი თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში
მიმდინარეობს. 
"10 ხიდი არის წაღებული. ცენტრალური გზის ორი კილომეტრი დაზიანებულია.
წყლის მომარაგება გუშინ 400-მდე აბონენტს აღუდგა. ელექტროენერგიის
აღდგენის პროცესი სამ სოფელში იგეგმება დღეს".
ონი-შოვის გზა
მისივე თქმით, ამ დროისათვის 12
სოფლიდან ვერტმფრენით 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, სოფლის მოსახლეობა საკვებითა და
მედიკამენტებით მომარაგებულია. 
სოფელ უწერას, ღებს, ჭიორასა და დლოლას ელექტროენერგია ისევ არ
მიწოდება. ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული სოფლებისთვის დენის მიწოდების
აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება. 
29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა რაჭასა და იმერეთში მოსახლეობას
პრობლემები შეუქმნა. სტიქიის შედეგად საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ
ცხომარეთში უზუნთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ხიდ-ბოგირი
დაზიანდა.
ქუთაისში კი ძლიერმა წვიმამ სახლების პირველი სართულები და სარდაფები
დატბორა.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები