ახალი ამბები
11 თვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართება
FaceBook
30 ივლისს ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 96-ე შეხვედრა გაიმართება.
მხარეები ერთმანეთს 11-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდებიან.

შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს, ასევე, გააპროტესტებს უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს.

შეხვედრას  ორგანიზებას უწევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო. ერგნეთში ჩავა ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში რუდოლფ მიხალკა.

ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შარშან 30 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, დე ფაქტო ცხინვალის ინიციატივით ჩაიშალა.

Print