ახალი ამბები
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის აკადემია აშენდება
FaceBook
ქუთაისის მერიამ ფეხბურთის ფედერაციას პარლამენტიუკანრსებული მიწის ნაკვეთი გადასცა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 62 500 კვ.მ ტერიტორიაზე ფედერაცია სპორტულ კომპლექსს ააშენებს. დაგეგმილია სამი ან ოთხი სპორტული მოედნის მშენებლობა, ასევე, გათვალისწინებულია საცხოვრებელი კორპუსი მოსწავლეებისთვის და სრული ინფრასტრუქტურა სპორტული კომპლექსისთვის. საფეხბურთო აკადემიაში სწავლა ფეხბურთით დაინტერესებულ მორზარდებს შეეძლებათ.

ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის, მირზა მამასახლისის თქმით, ფედერაცია ტერიტორიაზე 2021 წლამდე ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობას დებს.
Print