ახალი ამბები
უხვმა ნალექმა პრობლემები საჩხერის მუნიციპალიტეტშიც შექმნა
FaceBook
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა - ჯრუჭულამ, ფასკნარამ და მოხურამ საჩხერის მუნიციპალიტეტის ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფელ ცხომარეთში უზუნთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა და ხიდ-ბოგირი, სადაც ამ დროისათვის გადაადგილება შეზღუდულია.

ადგილზე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაკლების შემდეგ დაიწყება.
Print