ახალი ამბები
"მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე დაშინების გარეშე მივიდეს", - კელი დეგნანი
FaceBook
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა იმერეთის გუბერნატორთან, ზვიად შალამბერიძესთან შეხვედრაზე, წინა საარჩევნო პროცესები შეაფასა და არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ ის ცვლილებები, რაც საარჩევნო კოდექსში შევიდა მნიშვნელოვანია, თუმცა, რეკომენდაციების ბოლომდე გათვალისწინება არ მოხდა. ელჩის თქმით, ახლა ჯერი იმაზე დგას, რამდენად თავისუფლად შეძლებს ამომრჩეველი არჩევანის გაკეთებას.

"ძალიან მოხარული ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებებმა არ ასახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებს გვქონდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ჯერია იმაზე, თუ როგორ მოხდება ამ ცვლილებების პრაქტიკაში ასახვა. იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაშინების გარეშე მივიდეს არჩევნებზე და ჰქონდეს იმ შედეგის ნდობა, რაც დადგება", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა გუბერნატორთან შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
Print