ახალი ამბები
ქუთაისში სტიქიის შედეგად დატბორილ ქუჩებზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში, უხვი ნალექის შედეგად დატბორილ ქუჩებზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკით წყლის ამოტუმბვა ხდება.

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში  რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ფოთის, განჯისა და წერეთლის ქუჩებზე მოსახლეობის ნაწილს წყალი საცხოვრებელი სახლის სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეუვიდათ. დაიტბორა, როგორც სამანქანო გზები, ასევე მოსახლეობის ეზოები. ადიდდა მდინარე რიონი.

სტიქიის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ  სამაშველო და საპატრულო  ეკიპაჟები, ასევე ა(ა)იპ "სპეციალური სერვისებისა" და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები.

Print
თეგები: #სტიქია