ახალი ამბები
ჟონეთში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17 მონაკვეთზე (სოფ.ჟონეთი) უხვი ნალექის შედეგად, სავალ ნაწილზე გადმოსულია მდინარე რიონი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
Print
თეგები: #ჟონეთი