ახალი ამბები
სტადიონებზე გულშემატკივრები 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან
FaceBook
სპორტულ ღონისძიებაზე დამსწრეები ორი სკამის გამოტოვებით განთავსდებიან.
აღნიშნული პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პრევენციის გამო შეიმუშავა.

ღია სივრცეში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში შეძლებენ, ზუსტი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის განმარტებით, სტადიონზე მაყურებლებს უნდა ეკეთოთ პირბადე და ხელები დაიმუშაონ ჰიგიენურად.

''შეჯიბრში მონაწილეებმა მინიმალურად უნდა გამოიყენონ საერთო სპორტული ინვენტარი, გარდა ბატუტისა და ბურთისა.მატჩის შემდგომ უნდა ჩატარდეს დასაჯდომი ადგილების დეზინფექცია. ასევე, უნდა იყოს გაკრული აბრები ყველასთვის, რომ არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და დაიცვან დისტანცია.სტადიონზე დამსწრეების ნახევარზე ნაკლები უნდა შევიდეს.
სპორტის სხვა სახეობების, კალათბურთის, ხელბურთის, ან ფრენბურთის შემთხვევაშიც, აღნიშნული რეკომენდაციები იმოქმედებს", - აცხადებენ შრომის პირობების ინსპექციაში.

სპორტულ ღონისძიებაზე დამსწრეებმა წინასწარ უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი.
Print
თეგები: #სტადიონი