ახალი ამბები
ტყიბულში, მოხალისეობის ფორუმი გაიმართა
FaceBook

ტყიბულში  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრმა მოხალისეობის ფორუმს უმასპინძლა.

ფორუმზე, ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ კოორდინირებითა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ტყიბულსა და ჭიათურაში მიმდინარე ახალგაზრდული იდეების კონკურსის შედეგები, შეჯამდა.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ქონდათ 5 იდეის განხორციელებისათვის მიეღოთ დაფინანსება.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო კონკურსში გამარჯვებული სამი პროექტი - „ჩვენი სკვერი ნიკნეულაზე“, „TDDF-ის STEM კლუბი“ და „წიგნის სკვერი“.

პროექტმა „TDDF-ის STEM კლუბი“ კიდევ ერთი ჯილდო აიღო. მან  დაფინანსებულ პროექტებს შორის „ორბელიანის“ ვებსაიტზე გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. ახალგაზრდული იდეის „TDDF-ის STEM კლუბის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს, დანიელ გელანტიას ფულადი პრიზი გადასცეს.

ფორუზე, ასევე დაჯილდოვდნენ ჭიათურისა და რუსთავის პროექტებს შორის გამარჯვებულებიც.



ფორუმს ახალგაზრდა მოხალისეებთან და ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად,   გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი, ლუიზა ვინტონიც ესწრებოდა.

Print