ახალი ამბები
1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა
FaceBook
1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა შესაძლებელი იქნება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა. დამრგვალების მეთოდი გავრცელდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე, რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტითაა შესაძლებლებელი",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print