ახალი ამბები
ქუთაისში იპოლიტე ხვიჩიასადმი მიძღვნილი კინოჩვენება ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში, კინოკვირეულის "ქუთაისი და ქუთათურები ქართულ კინოში" ფარგლებში, იპოლიტე ხვიჩიასადმი მიძღვნილი კინოჩვენება გაიმართება.
კინოჩვენება 29 ივლისს ,მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

30 ივლისი -კი ოტია იოსელიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება. მოეწყობა მისი სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმის "ჩქარი მატარებელი" ჩვენება.


31 ივლისის კონოჩვენებაზე რეზო ჭეიშვილს გაიხსენებენ. ნაჩვენები იქნება მისი სცენარით გადაღებული ფილმი "ჩემი მეგობარი ნოდარი", ფილმის რეჟისორია დავით რონდელი.
3 აგვისტოს  წარმოდგენილი იქნება ფილმი „პიერი მილიციის თანამშრომელი"( სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი, რეჟისორი: დავით რონდელი).

4 აგვისტოს აჩვენებენ ფილმს "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი " (სცენარის ავტორები: რეზო ჩხეიძე, ანზორ ჯუღელი, სულიკო ჟღენტი, ამირან დოლიძე. რეჟისორი: რეზო ჩხეიძე).

კინოჩვენებები 21 საათზე იწყება. 

ღონისძიებათა ციკლი „ზაფხულის საღამოები“ მერიის დაფინანსებით და ორგანიზებით ეწყობა.
Print