ახალი ამბები
დღეს საქართველოს მოქალაქეებს ათენიდან სპეცრეისით ჩამოიყვანენ
FaceBook
28 ივლისს სპეციალური რეისი შესრულდება ათენიდან. თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს ის მოქალაქეები იქნებინ, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს. 

რაც შეეხება მომდევნო დღეებში დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს, 1 აგვისტოს ფრენა თბილისი - ამსტერდამი - თბილისის მიმართულებით შესრულდება, 2 აგვისტოს კი, თბილისი - ვენა - თბილისის რეისი.

ამას გარდა, 2 აგვისტოდან განახლდება მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები.

პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე კი, რეგულარული ფრენები 8 აგვისტოდან გაგრძელდება.

უცხოეთიდან დაბრუნებული მგზავრები აეროპორტშივე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.


Print