ახალი ამბები
შეზღუდვების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი პირველ რეისს ათენიდან მიიღებს
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კოვიდპანდემიის შემდეგ პირველი რეისი ათენიდან შესრულდება.
28 ივლისს, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, სპეცრეისი ათენი-ქუთაისი-ათენის მიმართულებით შესრულდება. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ფრენას უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ შეასრულებს. აღნიშნულ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

საქართველოში დაბრუნებულ მგზავრებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. შესაბამის ობიექტებში მათ სპეციალური ავტობუსებით დააბინავებენ. 

ათენში მიმავალმა მგზავრებმა საბერძნეთის მთავრობის მიერ შემუშავებული მითითების მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ.
Print