ახალი ამბები
Ryanair-ი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 185 მილიონი ევროთი დაზარალდა
FaceBook
დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 185 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი განიცადა. კომპანიის განმარტებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99%-ით შემცირდა მგზავრთა რაოდენობა.

"გასული კვარტალი კომპანიის 35-წლიან ისტორიაში ყველაზე რთული იყო. კოვიდ 19-ის გამო ავიაკომპანიის თვითმფრინავების უმეტესობას თითქმის 4 თვის განმავლობაში, მარტის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე არ უფრენიათ, რადგან ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა შეზღუდვები დააწესეს მოგზაურობაზე და გამოაცხადეს კარანტინი", – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში Ryanair-ის სუფთა მოგებამ 243 მილიონი ევრო შეადგინა.

Ryanair-მა ქუთაისის აეროპორტში ოპერირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო.
Print
თეგები: #Ryanair #ფრენები