ახალი ამბები
სახლი ფანჯრებისა და კედლის გარეშე (ვიდეო)
FaceBook
ჭიათურაში, ნახევრად დანგრეულ სახლში მცხოვრები, გაფრინდაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ისინი აღმაშენებლის ქუჩაზე სიცოცხლისთვის საშიშ სახლში ცხოვრობენ. ფერდობზე აშენებულ სახლში არ არის ფანჯრები, დანგრეულია კედელი, არ იკეტება კარი. სამსულიან ოჯახს არც ნივთების სათავსოები გააჩნია. 

მათ, ძირითადად, სოციალური დახმარებიდან მიღებული თანხით გააქვთ თვიდან თვემდე თავი.

"მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს. სოციალურად ძალიან გვიჭირს და იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ჩვენი სახსრებით გავარემონტოთ სახლი. ამიტომ, ვითხოვთ დახმარებას. არც კარი გვაქვს და სულ გვეშინია ბავშვი არ გადაგვივარდეს ხრამში", - ამბობს ოჯახის დიასახლისი, 33 წლის ეკა მამფორია. 

გაფრინდაშვილები მანამდე ქირით ცხოვრობდნენ, თუმცა თანხის გადახდა ვერ შეძლეს და ნაჩუქარ სახლში დაიწყეს ცხოვრება.

როგორ პირობებში უწევთ გაფრინდაშვილების ოჯახს ცხოვრება, ნახეთ  ვიდეო:


ჭიათურის მერიაში აცხადებენ, რომ გაფრინდაშვილებს ჯერ მერიისთვის განცხადებით არ მიუმართავთ.
საკითხს შეისწავლიან და შესაბამისად იმოქმედებენ.
Print