ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების მონიტორინგი მიმდინარეობს
FaceBook
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების მონიტორინგი მიმდინარეობს.
მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია და შემოსავლების სამსახური ახორციელებს.

მაკონტროლებელი უწყებები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აცნობენ, რაც მომხმარებლის ნაკადის რეგულირებას, დისტანციის დაცვას, თერმოსკრინინგს, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, მომხმარებლისა და პერსონალის შესაბამისი დამცავი საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს.

იმ ობიექტებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხე და პრევენციისთვის შეუსაბამო ვითარება გამოვლინდება, გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების წესების დაცვაზე მონიტორინგის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში სურსათის უვნებლობის მოთხოვნებსაც ამოწმებს.
Print