ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება
FaceBook
25 ივლისს აბიტურიენტები ბოლო გამოცდას ჩააბარებენ.

გამოცდების ბოლო დღეს, ქუთაისის ცენტრებიდან დააკვირდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე. 

ქუთაისში სულ სამი საგამოცდო ცენტრია. აბიტურიენტები ბოლო ტესტს სამოქალაქო განათლებაში ჩააბარებენ.

კორონავირუსის გამო, საგამოცდო ცენტრებში მკაცრი რეკომენდაციები მოქმედებს:

საგამოცდო ცენტრში სავალდებულოა ნიღბის ტარება  სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე; საგამოცდო სექტორის დატოვების დროს და კონდიციონერის მუშაობისას.
იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С -ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია, საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

აბიტურიენტების სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით; მაგიდებს შორის დაშორებაა მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - ერთი მეტრი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები  6 ივლისს დაიწყო.
Print