ახალი ამბები
ავანგარდის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნა.

სკვერის გახსნა მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახლადგახსნილი სკვერი ქალაქში ერთ–ერთი ყველაზე დიდია.

ტერიტორიაზე გაკეთდა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, მოეწყო შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგა ძელსკამები, დაირგო დეკორატიული მცენარეები და მოწესრიგდა საპარკე ინფრასტრუქტურა.

სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და  შპს '' ნიუ სთაილმა'' შეასრულა. პროექტი ადგილობრივ ბიუჯეტს  485 113 ლარი დაუჯდა.


Print