ახალი ამბები
შემთხვევითი არ არის, რომ "ქუთაისპოსტის" ინფორმაციას ენდობიან და მოუთმენლად ელიან - გიორგი სირაძე
FaceBook
ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს.


"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:
გიორგი სირაძე - "გურიის მოამბეს" ჟურნალისტი.


საინფორმაციო სააგენტო, როგორც წესი, მეტად პოპულარულია. როდესაც ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება გარემოში მათ ირგვლივ, პირველ რიგში, სააგენტოებს აკითხავს. ამიტომ, სააგენტოს სიძლიერე ნიშნავს ინფორმირებულ და, ესე იგი, ძლიერ საზოგადოებას.

მე "ქუთაისპოსტის" მკითხველი და გულშემატკივრი ვარ. თქვენი წარმატება ნიშნავს, რომ ყველანი ოდნავ უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს.

ერთი წელი არაა ცოტა, იმ ქვეყანაში სადაც ტელევიზიები, რადიოები, გაზეთები იხსნებიან და იხურებიან იმაზე მალე, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ერთი წელი სტაბილურობაა. სტაბილურობას კი ხარისხი განსაზღვრავს. მინდა დიდხანს იყოს და დადგეს ამ ქვეყანაში ისეთი დრო, როცა უფრო მეტი პოზიტივის გაშუქება მოგვიწევს, ვიდრე ნეგატივის.

ძალიან მაგრები ხართ, ძალიან ოპერატიულები. ამ ყველაფრის საფუძველი კი იმ ადამიანთა უდიდესი ძალისხმევაა, რომლებიც სააგენტოს სათავეებთან დგანან და საქმისა და სამშობლოს სიყვარულით ასახავენ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობას. შემთხვევითი არ არის, რომ "ქუთაისპოსტის" ინფორმაციას ენდობიან და ყოველთვის მოუთმენლად ელიან. კომპეტენტური და ოპერატიული მედია საშუალება, რომელიც იცავს სტანდარტებს, არასოდეს დაკარგავს რეიტინგს! ასეთები ხართ თქვენ!
მიყვარხართ!
სიყვარულით თქვენი გიორგი სირაძე
Print