ახალი ამბები
"ნამოხვანჰესი სპობს სიცოცხლეს" - მოსახლეობის საპროტესტო აქცია
FaceBook
"ნამოხვანჰესი სპობს სიცოცხლეს", "ქუთაისი საფრთხეშია", "არა ნამოხვანის კასკადს", - ამ და სხვა სლოგანით მიმდინარეობს აქცია ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

სოფელ ნამახვანის მკვიდრნი და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დიდი ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად  ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ აქციის შემდეგ, იმ კომპანიის ოფისისკენ მსვლელობით გაემართებიან, რომელმაც ჰესი უნდა ააშენოს.  

"ამ აქციის შემდეგ მეტ აქციას აღარ გავმართავთ და მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.

მათი მთავარი მოთხოვნა ჰესის მშენებლობის უპირობო გაუქმებაა.

მოსახლეობა უკვე ორი თვეა აქციებით აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, თუმცა, მათი მოთხვნა, მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს და ტექნიკა გაიყვანოს, ამ დრომდე არ სრულდება. 

რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი“ აშენებს. ნამახვანიჰესის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2015 წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

„თემთა ერთობის“ წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.


ცხოვრება დატბორვის შიშით - ნახეთ ვიდეო.



ამავე თემაზე:

ცხოვრება დატბორვის შიშით - ნამახვანჰესი, როგორც საფრთხე (ვიდეო)

ტვიშის მოსახლეობა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს

„მამაოსთან მოვიდნენ ხალხის გადასაბირებლად“ - რიონის ხეობის პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ


ნამახვანჰესის რისკები და რიონის ხეობის პროტესტი - მოსახლეობა საბჭოს ტოვებს



Print