ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ვაკანსიას აცხადებს
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონსულტანტი ბიბლიოთეკის განვითარების მიმართულებით ვაკანსიას აცხადებს.
-size: medium;">

ჯობს.გე-ზე  განთავსებული სასწავლებლის ადმინისტრაციის მოთხოვნაა  ააიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისთვის შეასრულოს შემდეგი სამუშაო:

-  შეიმუშაოს საკონსულტაციო მომსახურების სამოქმედო გეგმა და შეათანხმოს დამკვეთთან;

-  შეისწავლოს ააიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ბიბლიოთეკის მოთხოვნები და მოამზადოს ბიბლიოთეკის განვითარების კონცეფცია;

- შეიმუშაოს ბიბლიოთეკის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა;

-  დაეხმაროს უნივერსიტეტს საბიბლიოთეკო რესურსების მობილიზებასა და შესყიდვაში;

-  შეიმუშაოს ბიბლიოთეკის წიგნ საცავის სია და მონაწილეობა მიიღოს წიგნების შესყიდვაში;

- შეიმუშაოს ონლაინ ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზების სია და მონაწილეობა მიიღოს მონაცემთა ბაზების შესყიდვაში;

-  უხელმძღვანელოს უნივერსიტეტის წიგნსაცავის მოწყობას;

- მონაწილეობა მიიღოს, განიხილოს და რეკომენდაციები გაუზიაროს მენეჯმენტს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მოწყობის საკითხებზე (მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების თემაზე);

-  მოამზადოს ბიბლიოთეკის დებულება უნივერსიტეტის იურისტებთან ერთად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც სტუდენტები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

.წ. მუხრანის დასახლებაში,  საუნივერსიტეტო კომპლექსის რამდენიმე კორპუსი თითქმის დასრულებულია, შენობების ნაწილის ამოყვანა კი ახლა მიმდინარეობს.

სექტემბრისთვის სამი კორპუსი, ორი სტუდენტთა საცხოვრებელი და სასწავლებლის ადმინისტრაციულ-აკადემიური შენობა  ჩაბარდება.

"პირველ ეტაპზე 1000 სტუდენტის ადგილია და შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის იქნება საცხოვრებელი მოწყობილი", -  განმარტავენ  უნივერსიტეტის პრესსამსახურში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი "ქართუს" დაფინანსებით შენდება. 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  ესწრეობდა. პრეზენტაციის დროს აცხადებდნენ, რომ სასწავლებელი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019  წელს მიიღებდა.
Print