ახალი ამბები
სულ ეძებთ, ექსპერიმენტებს ატარებთ, იზრდებით, რისკავთ - ნინო ნარიმანიშვილი
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:



ნინო ნარიმანიშვილი "სამხრეთის კარიბჭეს" მთავარი რედაქტორი":


"ქუთაისიპოსტის" დაარსებით საქართველოს მედიაბაზარზე ერთგვარი პრეცენდენტი შეიქმნა იმის, რომ როცა მოტივაცია, პროფესიონალიზმი და გუნდურობა არსებობს, ცარიელი ფურცლიდან, ცარიელი ხელებით, ცარიელ ოთახში შეიძლება დაიწყო საქმე და ამ საქმემ გაამართლოს. "ქუთაისიპოსტმა" ძალიან მოკლე დროში მეტ–ნაკლებად დაიმკვიდრა ადგილი და ეს მარტივი ამბავი ნამდვილად არ არის.

პირველივე დღიდან რაც ყველაზე მეტად მხიბლავს ამ გუნდში, გამუდმებული სიახლეების ძიების წყურვილია, ასე აშკარად რომ იგრძნობა თქვენს ვებ–გვერდზე შემოსვლისას. თქვენ სულ ეძებთ, ექსპერიმენტებს ატარებთ, იზრდებით, რისკავთ... – ეს ბევრს ნიშნავს. არასოდეს დაკარგოთ ეს ენთუზიაზმი და მოტივაცია.

წარმატებებს გისურვებთ, ობიექტურ მკითხველს, ჯანსაღ კრიტიკას და ფინანსურ სტაბილურობას. სტაბილურობას, რაც გჭირდებათ, იმისთვის, რომ აკადემიურობა და ობიექტურობა არასოდეს დაკარგოთ.

დაბადების დღეს გილოცავთ!

Print