ახალი ამბები
ქუთაისში, ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა
FaceBook
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის  მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ბ.კ. თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მას
ბრალი დღეს წარედგინა. ბრალდებულის ინტერესებს  სახაზინო ადვოკატი იცავს.  ესმა ნიკორია, ჯერჯერობით, არ საუბრობს რა პოზიცია ექნება დაცვის მხარეს. 

"ბრალდება ითხოვს პატიმრობას. ჯერ ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებული პოზიციაზე", - ამბობს უფლებადამცველი. 


ქუთაისში 30 წლის ქალს, საცხოვრებელ ბინაში  ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა 18 ივლისს მიაყენეს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე პოლიციამ 1975 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 



ამავე თემაზე:

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

პოლიციამ ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

"რეაგირება დავაგვიანეთ" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული ქალის მეზობლები

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი იპოვეს


Print