ახალი ამბები
ქუთაისი-ხონის გზაზე სადისტრიბუციო მანქანა ავარიაში მოყვა
FaceBook
ქუთაისი-ხონის გზაზე, სოფელ გუბთან სადისტრიბუციო მანქანა ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძღოლმა ფეხის მოტეხილობა მიიღო. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print