ახალი ამბები
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ
FaceBook
ქუთაისში, 18 ივლისს, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე დაკავებულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ.
აღმკვეთ ღონისძიებაზე კი, სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

ბრალდებულის ადვოკატი, ესმა ნორაკია ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

"ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან. დეტალებს ახლა იხსენებს, რათა გაირკვეს რა მოხდა. ჯერ ბრალის წარდგენა არ მომხდარა, შესაბამისად, ვერ გეტყვით აღიარებს თუ არა დანაშაულს", - ამბობს ესმა ნორაკია.

საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დაკავეს, სამართალდამცავები მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

ფაქტზე გამოძიება პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


ამავე თემაზე:

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

პოლიციამ ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

"რეაგირება დავაგვიანეთ" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული ქალის მეზობლები

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი იპოვეს
Print