ახალი ამბები
wizzAir- ის რეისს პარიზიდან, ქუთაისის ნაცვლად თბილისის აეროპორტი მიიღებს
FaceBook
უნგრული ავიაკომპანია  wizzAir, რომელმაც ქუთაისის აეროპორტის ბაზა გააუქმა, პარიზიდან რეისს თბილისის მიმართულებით შეასრულებს.

შესაბამისად, კომპანიის თვითმფრინავს ქუთაისის ნაცვლად თბილისის აეროპორტი მიიღებს. Პარიზი-თბილისის სპეცრეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, 22 ივლისს შესრულდება. კიდევ ერთი ასეთი რეისია დაგეგმილი ათენიდან, რომელიც 28 ივლისს შესრულდება.

ევროპაში ყველზე დაბალბიუჯეტიანმა კომპანია wizzAir- მა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაცია 2 ივლისს დაადასტურა. კომპანიამ  ყველა რეისი 2021 წლამდე გადადო.

"სამწუხაროა, როდესაც ფრენის გაუქმება გვიწევს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ხდება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ვირუსის გავრცელება შეაკავოს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან მუშაობს.

Print