უნგრული ავიაკომპანია wizzAir,
რომელმაც ქუთაისის აეროპორტის ბაზა გააუქმა, პარიზიდან რეისს თბილისის
მიმართულებით შეასრულებს.
შესაბამისად, კომპანიის თვითმფრინავს ქუთაისის ნაცვლად თბილისის
აეროპორტი მიიღებს. Პარიზი-თბილისის სპეცრეისი, რომლითაც საქართველოს
მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, 22 ივლისს შესრულდება. კიდევ
ერთი ასეთი რეისია დაგეგმილი ათენიდან, რომელიც 28 ივლისს
შესრულდება.
ევროპაში ყველზე დაბალბიუჯეტიანმა კომპანია wizzAir-
მა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაცია 2
ივლისს დაადასტურა. კომპანიამ ყველა რეისი 2021
წლამდე გადადო.
"სამწუხაროა, როდესაც ფრენის გაუქმება გვიწევს, მაგრამ ზოგ
შემთხვევაში ეს ხდება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ხელისუფლება
ცდილობს, რომ ვირუსის გავრცელება შეაკავოს", - ნათქვამია კომპანიის
განცხადებაში.
კომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები