ახალი ამბები
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია დაანონსდა
10:05 / 21.07.2020
ხვალ, 22 ივლისს 14:00 საათზე
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობლობას კიდევ
ერთხელ გააპროტესტებენ.
"2020 წლის 5 ივლისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნამოხვანში
გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა მოითხოვეს, სამუშაოების
შეწყვეტა და ტექნიკის გაყვანა ორი კვირის ვადაში. მოთხოვნა წერილობითი
ფორმით გადაეცა დეველოპერ კომპანია "ენკა რინიუებლზს" წინააღმდეგ
შემთხვევაში დაანონსდა მომდევნო აქცია. მივმართავთ სრულიად
საქართველოს და განსაკუთრებით ქუთაისის მოსახლეობას: გააცნობიერონ ის
უდიდესი საფრთხე, რასაც ეს მშენებლობა უქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ
უძველეს ქალაქ ქუთაისს, რეგიონს და მთელ ქვეყანას", - განმარტავენ
აქციის ორგანიზატორები.
კასკადის წინააღმდეგ აქციას ორგანიზებას სახალხო გაერთიანება "თემთა
ერთობა" და საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"
უწევს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქცია აპოლიტიკურია და პოლიტიკურ
პარტიებს არ მიეცემათ საშუალება შეხვედრა თავიანთი პოლიტიკური
მიზნებისათვის გამოიყენონ. არ დაიშვებიან ცნობადი პოლიტიკური სახეები
და სიმბოლიკა.
საინიციატივო ჯგუფი ხაზგასმით აცხადებს, რომ ნებისმიერი ძალადობრივი
მეთოდი მათთვის მიუღებელია და რომ მხოლოდ კონსტიტუციით მონიჭებული
უფლებების ფარგლებში იმოქმედებენ.
რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია „ქლინ ენერჯი
გრუპი“ აშენებს. ნამახვანიჰესის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2015
წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ
გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.
პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე
რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა
ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე
ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.
პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ,
კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის
შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც
სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3000-მდე ადამიანი
დასაქმდება.
„თემთა ერთობის“ წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე
ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების
წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი
მშელებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს
საფრთხეს.
ცხოვრება დატბორვის შიშით - ნახეთ ვიდეო.
ამავე თემაზე:
ცხოვრება დატბორვის შიშით - ნამახვანჰესი, როგორც საფრთხე
(ვიდეო)
ტვიშის მოსახლეობა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას
გამართავს
„მამაოსთან მოვიდნენ ხალხის გადასაბირებლად“ - რიონის ხეობის პროტესტი
ნამახვანჰესის წინააღმდეგ
ნამახვანჰესის
რისკები და რიონის ხეობის პროტესტი - მოსახლეობა საბჭოს
ტოვებს
ფოტო: ბუნება ჰესების გარეშე
მასალის გამოყენების პირობები