ახალი ამბები
„ჩემი ლიტერატურული IQ“ - საჯარო ბიბლიოთეკის ონლაინ კონკურსი
FaceBook

ქუთაიისის საჯარო ბიბლიოთეკის ფეისბუკ გვერდზე ონლაინ კონკურსი „ჩემი ლიტერატურული IQ“ მიმდინარეობს.


კონკურსი სხვადასხვა პოეტური სტრიქონის ავტორის გამოცნობას და ლექსის  შეწყვეტილი ფრაზის დასრულებას გულიხმობს.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ბიბლიოთეკის ერთგული მკითხველების ლიტერატურული IQ-ს „გამოვლენას“.


კონკურსი რამდენიმე ეტაპად გაიმართება და ყოველი მომდევნო ახალი დავალება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ქვეყნდება.


„ხალხი რომ მიჩვეოდა და კონკურსი ცნობილი გამხდარიყო დავიწყეთ მარტივი და პოპულარული ტექსტებიდან, ფრაგმენტებით. თუმცა მომავალში გართულდება“, - ამბობს კონკურსის იდეის ერთ-ერთი ავტორი საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ციცი ჯინჯიხაძე.


კონკურსის გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც ზედიზედ ათჯერ სწორად გამოიცნობს ამა თუ იმ ლექსის ავტორს და შეძლებს ფრაზის დასრულებას.

გამარჯვებულს გადაეცემა ბიბლიოთეკის საპატიო მკითხველის ბარათი.


კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ბიბლიოთეკები მკითხველებისთვის ისევ დახურული რჩება. საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლების თქმით, ონლაინ პლატფორმაზე ამ ფორმით შემოკრიბეს მკითხველი და ბიბლიოთეკასთან და ლიტერატურასთან ურთიერთობის გაგრძელების საშუალება მისცეს.

კონკურსის ორგანიზატორები ამბობენ, რომ გამოკვეთილია ლიდერი, თუნცა ჯერ ყველაფერი წინაა.

Print