ახალი ამბები
ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში,  18 ივლისს, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. 

შსს-ის პრესსამსახურის  განმარტებით, დაკავებულებს გამოძიება  დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

სამართალდაცველებმა ქალის მკვლელობიდან 24 საათში 45 წლის ქალი დააკავა, რომელიც უწყების ინფორმაციით,  დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისში, 18 ივლისს, გვიან ღამით მოკლული ქალის მეზობლები დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციას ქალის შემზარავი კივილიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ დაურეკეს.


ამავე თემაზე:

პოლიციამ ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

"რეაგირება დავაგვიანეთ" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული ქალის მეზობლები

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი იპოვეს

Print