ახალი ამბები
„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
FaceBook
"ქართულმა ოცნებამ" იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

2020 წლის საპალამენტო არჩევნებზე რეგიონს ოთხი მაჟორიტარი ეყოლება. ქუთაისს კი სამის ნაცვლად ერთი.

მმართველი პარტიის მიერ კოჯორში გამართულ პრეზენტაციზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვლიც ესწრებოდა, ქუთასის მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს დამფუძნებელი და ამავე ქალაქის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ზაზა ლომინაძე დასახელდა.

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ვანისა და ხონის მოქმედი მაჟორიტარი, გივი ჭიჭინაძე იყრის კენჭს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში.

საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში იბრძოლებს საჩხერის მაჟორიტარი, პაატა კვიჟინაძე, ხოლო, ზესტაფონს, ბაღდათს, თერჯოლასა და ტყიბულს "ქართული ოცნებიდან" ბეჟან წაქაძე წარადგენს.

დღევანდელ პრეზენტაციაზე მმართველმა პარტიამ ყველა ოლქის მაჟორიტარი დაასახელა.

Print