ახალი ამბები
პოლიციამ ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ივლისს ქალის  მკვლელობის საქმეზე ერტი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით,  მკვლელობის საქმეზე  დაკავებული ქალია. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქუთაისში, 18 ივლისს, გვიან ღამით მოკლული ქალის მეზობლები დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციას ქალის შემზარავი კივილიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ დაურეკეს.

ამავე თემაზე:

"რეაგირება დავაგვიანეთ" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული ქალის მეზობლები

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი იპოვეს

Print