ახალი ამბები
ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი იპოვეს
FaceBook
რამდენიმე  წუთის წინ, ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში პოლიციამ  ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვა.

ადგილზე პოლიცია მეზობლებმა გამოუძახეს.  ადგილობრივების თქმით, საპატულო პოლიციას ხმაურის გამო  დაურეკეს. შემთხვევის ადგილზე კი, პოლიციას ქალი გარდაცვლილი დახვდა.

მეზობლები ამბობენ, რომ 30 წლამდე ასაკის ქალს, სავარაუდოდ, სასიკვდილო ჭრილობა  ყელის არეშეი ცივი იარაღით მიაყენეს.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print