ახალი ამბები
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოში  კიდევ ერთი პაციენტი  გამოჯანმრთელდა.
განკურნებული  შუახნის ქალბატონია, რომელსაც  ლაბორატორიულ კვლევაზე ორჯერ უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა.

პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

ამ დროისთვის საავადმყოფოში სამი პაციენტი მკურნალობს.  ჯამში ვირუსი 49 ადამიანმა დაამარცხა.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 018 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 895 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print