ახალი ამბები
''სკოლები შესაძლოა შერეული სწავლების მოდელზე გადავიდნენ'' - თამარ გაბუნია
FaceBook
სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე ონლაინ სწავლებას მოიცავს.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე ონლაინ სწავლებას მოიცავს.

"დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება," - განაცხადა გაბუნიამ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში მარტის თვიდან სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
Print