ახალი ამბები
„ბრემენელი მუსიკოსები“ მესხიშვილის თეატრის კიბეებზე
FaceBook

ქუთაისის ლადოს მესხიშვილის თეატრი სეზონს მიუზიკლით„ ბრემენელი მუსიკოსები“ დახურავს.


სეზონის ბოლო სპექტაკლი 19 ივლისს მესხიშვილის თეატრის კიბეებზე საღამოს 21 საათზე გაიმართება.

ძმები გრიმების ცნობილი ზღაპრის მიხედვით განხორციელებული მიუზიკლის ავტორებია ვ. ლივანოვი და ი. ენტინი.

სპექტაკლის რეჟისორია კახაბერ გოგოლაშვილი, მთარგმნელი და სიმღერების ტექსტის ავტორი გვანცა ჯავახაძე.

სპექტაკლის პრემიერა 2019 წელს გაიმართა.
19 ივლისს სპექტაკლის ჩვენება უფასო იქნება და მასზე დასწრება ყველას შეეძლება.

„გარემოებებიდან გამომდინარე სრული სპექტაკლი ვერ გაიმართება თუმცა კონცეფცია არ დაირღვევა“, - ამბობს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

თეატრში ცდილობენ პანდემიით გამოწვეულ ახალ გარემოებებს მოერგონ.

სპექტაკლები ღია სივრცეში ერთ- ერთი ალტერნატივაა ამიტომ მესხიშვილის თეატრის ეზოში „მწვანე თეატრის“ მოწყობა იგეგმება.

 

Print