ახალი ამბები
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმი ქუთაისში გაიმართება
FaceBook
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმი ქუთაისში, 2021 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ღონისძიებისთვის მოსამზადებელი შეხვედრა, ლუქსემბურგში მიმდინარე წლის 7-9 ოქტომბერს შედგება.

ფორუმის მიზანი ქვეყნის ტურისტული მარშრუტების წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

ფორუმს ორგანიზებას უწევენ ევროპის საბჭო, თავად კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტი და მასპინძელი ქვეყნები. ასევე, ევრო პარლამენტის, იუნესკოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმი ბოლოს 2018 წელს, გერმანიის ქალაქ გორლიცში გაიმართა. სხვადასხვა ქალაქში გამართულ ფორუმებს საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა. დელეგაციის წევრები ჩვენი ქვეყნის ტურისტული მარშრუტების განვითარებისთვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობდნენ. 




Print