ახალი ამბები
სააგენტოს წინ წარმატებული საქმიანობის კიდევ მრავალი წელი აქვს - ნანა ლობჟანიძე
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:

ნანა ლობჟანიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კომუნიკაციების ოფიცერი:

ქუთაისი პოსტი უკვე ერთი წელია ყოველდღიურად იმერეთის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ თემებზე გვაწვდის ინფორმაციას.

სექციებად დაყოფილი ვებგვერდის საშუალებით ნათელი წარმოდგენა გექმნება, რა ხდება ქუთაისში და მთლიანად იმერეთში.

ინფორმაცია ყოველთვის ობიექტურია, რაც იმის საწინდარია, რომ სააგენტოს წინ წარმატებული საქმიანობის კიდევ მრავალი წელი აქვს.

ვულოცავ ქუთაისი პოსტს იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებ!
Print