ქუთაისის მერიამ ქალაქის განვითარების
გენერალური გეგმის შესამუშავებლად კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის ღირებულება 508 475 ლარია. გეგმა 220 დღეში უნდა
დამზადდეს.
ქუთაისის მერია რამდენიმე წელია გენერალური გეგმის შემუშავებაზე
მუშაობს.
გეგმა, რომელმაც ქალაქი ქაოსური მშენებლობებისგან უნდა დაიცვას, ვერც
ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მომზადდა. ბოლოს, გენგეგმის
მომზადებისთვის საჭირო სახსრების მოძიებაზე ქუთაისის მერიაში 2017
წელს საუბრობდნენ, თუმცა, პროექტი ვერც მაშინ განხორცილედა.
ქალაქი 30 წელზე მეტია გენერალური გეგმის გარეშეა.
მასალის გამოყენების პირობები