პოლიტიკა
ქუთაისის მერის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
FaceBook
ქუთისის ვიცე-მერი ნინო თვალთავძე დაკავებულ პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ვიტყვი,რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები.ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე, იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც.

უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი და რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინეთ. ეს საჩუქარი კი, განსაკუთრებული საჩუქარი, ყოველთვის ჩემთან იქნება, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მომავალზე და გეგმებზე კი ხვალ”, - წერს ნინო თვალთვაძე.

თვალთვაძე მერის მოადგილედ ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ 2017 წელს, გიორგი იობაშვილთან და იუზა უგულავასთან ერთად, წარადგინა.

მანამდე ის "საიას" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე და "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს" ხელმძღვანელი გახლდათ.
Print