ახალი ამბები
თუ ქალაქის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოპოვება გინდათ საიტი ქუთაისიპოსტი უნდა მოინახულოთ - ლაშა მესხი
FaceBook
მიწასთან გასწორებული ბერლინი ქალებმა დაალაგეს. ასეა აქაც. გოგონებმა პირადი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით ერთ- ერთი ყველაზე კითხვადი ინტერნეტგამოცემა სულ რამდენიმე თვეში შექმნეს.

მესამე წელია ქუთაისიდან წამოვედი, თუმცა კვირის განმავლობაში ბევრჯერ ვინტერესდები თუ რა ხდება ჩემს მშობლიურ ქალაქში და რეგიონში. არ გადავამეტებ და ვიტყვი ,რომ თუ ქალაქის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოპოვება გინდათ საიტი ქუთაისიპოსტი უნდა მოინახულოთ.
მიწასთან გასწორებული ბერლინი ქალებმა დაალაგეს. ასეა აქაც. გოგონებმა პირადი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და შრომის დიდი სიყვარულით შეძლეს ის, რომ უფასო ვორდპრესის პლატფორმიდან ერთ- ერთი ყველაზე კითხვადი ინტერნეტგამოცემა სულ რამდენიმე თვეში შექმნეს.
ყოჩაღ გოგონებო!
ყოჩაღ თქვენი ბლოგპოსტების, თქვენი ვიდეო პოსტების, ანალიტიკური სტატიების და უბრალოდ მიუკერძოებელი ახალი ამბებისთვის.
გილოცავთ დაბადების დღეს! მჯერა, რომ იმ უნარების წყალობით რაც თქვენ ამ ერთი წლის მანძილზე გამოამჟღავნეთ არასდროს გახდებით უინტერესო!
გისურვებთ წინსვლას, ბევრ ვიზიტორს და რაც ყველაზე მთავარია ობიექტურობას.
თქვენი მკითხველი მე.

ლაშა მესხი, ჟურნალისტი  და ბლოგერი
Print