ახალი ამბები
ნარჩენების დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება
FaceBook
ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება.
ახალი კანონის თანახმად, საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება.

ტრანსპორტიდან გადაყრილ ნაგავს, თუ მოქალაქე ნაგავს გადაყრის კერძო ავტომობილიდან ის 250 ლარით დაჯარიმდება, მანამდე აღნიშნული ქმედება 120-ლარიანი ჯარიმით ისჯებოდა. ამავე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება მათაც, ვინც 2 კგ.-მდე ნარჩენს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის. კერძო ავტომობილიდან ნაგვის გადაყრის შემთხვევაში დაისჯება ავტომობილის მძღოლი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი.

5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება.

2კგ.-ის ან უფრო მეტი ოდენობის ნაგვის გადაყრა დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო მანამდე ჯარიმა 150 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება იურიდიულ პირს იგი ამავე კანონის დარღვევის შემთხვევაში 1 500 ლარით დაჯარიმდება. მანამდე ეს ჯარიმა 1000 ლარი იყო. 

განმარტებითი ბარათი ნახეთ აქ:

"ნარჩენების მართვის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე
Print