ახალი ამბები
პენსიის რიგი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში "ლიბერთი ბანკის" ფილიალებთან რიგებია.

არ არის დაცული სოციალური დისტანცია და თანმშრომლები ვერც რიგების მოწესრიგებას ახერხებენ. ადგილზე არ არის არც საპატრულო პოლიცია. კუთვნილი თანხის ასაღებად მისულ პენსიონერებს რიგში დგომა საათობით უწევთ. რიგებია არამხოლოდ ბანკის ფილიალებთან, არამედ, ბანკომატებთანაც.

"ლიბერთი ბანკში" ამბობენ, რომ 14 ივლისი პენსიის ჩარიცხვის დღეა და ფილიალებთან რიგები ამით არის გამოწვეული.

"დღეს არის პენსიის ჩარიცხვის დღე და ადამიანებს ვერ ავუკრძალავთ, რომ კუთვნილი თანხა აიღონ. ჩვენი თანამშროლები მუდმივად აკონტროლებენ რიგს, დისტანციას და ცდილობენ მაქსიმალურად სწრაფად გასცენ თანხა", - აცხადებენ "ლიბერთი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

საპენსიო ასაკის მქონე პირებს კუთვნილი თანხის მიღება დღეიდან შეუძლიათ.
Print