ახალი ამბები
შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა დააკმაყოფილა
FaceBook
შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა დააკმაყოფილა.
ჯამში 10 ივლისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 42 ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნების და აბანოების საქმიანობები და 105 სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) ცენტრი.


"აქედან, შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა 64 სპორტულ - გამაჯანსაღებელი(ფიტნეს) ცენტრი, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 25, ვერ აკმაყოფილებს 11, ხოლო არ იყო მზად 21. ამასთან, სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 7, რადგან არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა შემოწმების გასავლელად.

შემოწმდა 30 ღია/დახურული აუზი, საუნა და აბანო, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 17, ვერ აკმაყოფილებს 6,  არ იყო მზად 2, სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 5 (არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა)", - ნათქვამია სააგენტოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

სპორტულმა დარბაზებმა და აუზებმა საქმიანობის განახლებისთვის შრომის ინსპექციის მხრიდან შემოწმება უნდა გაიარონ და მათი გახსნა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.
Print