ახალი ამბები																												
					
				
										
											შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა დააკმაყოფილა									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									15:30 / 13.07.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან
მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა
დააკმაყოფილა.
ჯამში 10 ივლისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის
მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 42 ღია/დახურული
ტიპის აუზების, საუნების და აბანოების საქმიანობები და 105
სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) ცენტრი.
"აქედან, შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა 64 სპორტულ -
გამაჯანსაღებელი(ფიტნეს) ცენტრი, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს
25, ვერ აკმაყოფილებს 11, ხოლო არ იყო მზად 21. ამასთან, სხვა მიზეზით
ვერ შემოწმდა 7, რადგან არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა
დარეგისტრირდა შემოწმების გასავლელად.
შემოწმდა 30 ღია/დახურული აუზი, საუნა და აბანო, რომელთაგან
მოთხოვნებს აკმაყოფილებს 17, ვერ აკმაყოფილებს 6,  არ იყო მზად
2, სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 5 (არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას,
თუმცა დარეგისტრირდა)", - ნათქვამია სააგენტოს მიერ ჯანდაცვის
სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.
სპორტულმა დარბაზებმა და აუზებმა საქმიანობის განახლებისთვის შრომის
ინსპექციის მხრიდან შემოწმება უნდა გაიარონ და მათი გახსნა ჯანდაცვის
სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები