ახალი ამბები
ძლიერი წვიმის გამო, იმერეთიდან 112-ში 15 ზარი შევიდა
FaceBook
ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იმერეთის რეგიონიდან 15 მოქალაქემ მიმართა.
13 ივლისს, გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა სახლები და სარდაფები დატბორა.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად იმერეთის მასშტაბით ხუთი ერთეული ბრიგადა მუშაობს და წყლის ამოტუმბვა ხდება. 

ძლიერი წვიმის დროს ქუთაისში სახლის სარდაფები ხშირად იტბორება. მიზეზად მოქალაქეები სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას ასახელებენ. 



Print