ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან აბუ დაბის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისები ემატება.
აეროპორტის  ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან მგზავრები ფრენას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარის მიერ ახლახანს დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi  შეასრულებს.

ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც Wizz air -მა ევროპის გარეთ შექმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" მოლაპარაკებები კომპანიასთან უმოკლეს  ვადებში წარმატებით დაასრულა.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები Airbus A321neo შესრულდება.
Print